ისწავლე ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები, მნიშვნელოვნად გაზარდე საკუთარი შემოსავლები და შეიტანე შენი წვლილი გლობალურ-ციფრულ რევოლუციაში.
რე:ედუქეითი არის არაფორმალური განათლების სივრცე, რომელიც სთავაზობს მსმენელებს დროის ინვესტირებისთვის საუკეთესო გზას და უნიკალური პარტნიორობის შესაძლებლობას. ჩვენთან შესწავლილი მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი და მაღალანაზრაურებადი ციფრული პროფესიები საშუალებას აძლევს საქართველოს მოქალაქეებს მნიშვნელოვნად გაზარდონ პირადი შემოსავლები და საკუთარი წვლილი შეიტანონ გლობალურ-ციფრულ რევოლუციაში. რე:ედუქეითი არის უსაზღვრო შესაძლებლობების ჰაბი, სადაც ადამიანები ეუფლებიან მომავალ პროფესიებს, უზრუნველყოფენ საკუთარ კეთილდღეობას და ხელს უწყობენ ქვეყნის განვითარებას ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით.
რე:ედუქეითის გუნდის წევრები - მაღალი კვალიფიკაციის მქონე მენტორები - თავიანთ ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულ პროფესიონალები არიან. მათი ცოდნა, უნარები და პირადი გამოცდილება სრულად უზრუნველყოფს მსმენელებისათვის უმოკლეს ვადაში ახალი სპეციალობის დაუფლებას და რეალურ პროექტებში ჩართვას, რაც მათი დასაქმების შანსების ზრდის გარანტიაა. რე:ედუქეითის გუნდი მუდმივად იზრდება ახალი კვალიფიციური კადრებით და ორიენტირებულია სიახლეებზე.
რე:ედუქეითი თბილისში 2022 წლიდან ოპერირებს. მრავალფეროვანი კურსების შემუშავებამ და მსმენელთა გაზრდილმა ნაკადმა ცხადი გახადა, რომ მზად ვართ ქსელის გასაფართოებლად. ახალ ლოკაციად ბათუმი შეირჩა, სადაც 2023 წლის ოქტომბრიდან დავიწყებთ მსმენელების მიღებას. რე:ედუქეითის გუნდი მომავალშიც არაერთ საინტერესო და სასიამოვნო სიახლეს ჰპირდება ტექნოლოგიების სფეროთი დაინტერესებული პირებს.